2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 11.1 პროცენტით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეტს საკვებსა და სასმელში ხარჯავენ, მეორე ადგილზე კი შოპინგია.

„ვიზიტორების უმრავლესობა (44.5 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.8 პროცენტს შეადგენდა.

2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. სულ 2 598.3 100.0 ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 349.5 ათასი და 1 291.0 ათასი ვიზიტი.

2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 2.2 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 76.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.