30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5992 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.33 თეთრით გაუფასურდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.82 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9116 ლარი გახდა.