სერბეთის ეროვნულმა ბანკმა Alta Bank-ს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა. ბანკი, რომლითაც ანგარიშების გასახსნელად ძირითადად რუსი მიგრანტები სარგებლობდნენ, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან დაახლოებულ ბიზნესმენს ეკუთვნოდა.
ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა საბანკო ლიკვიდურობის გაუმჯობესებისკენ მიმართული საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.
სერბეთის ეროვნული ბანკის განმარტებით, Alta Bank-ის არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა როგორც მეანაბრეთა ინტერესებს, ისე ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობას.
Alta Bank განსაკუთრებით პოპულარული იყო რუს მიგრანტებს შორის, რომლებიც სერბეთში ანგარიშების გახსნას ცდილობდნენ. ბანკის მფლობელი ბიზნესმენი დავორ მაურა იყო, რომელსაც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან მჭიდრო კავშირები აქვს.