ევროპაში დიზელის საწვავის დეფიციტი ძლიერდება მიწოდებაში რიგი სერიოზული პრობლემების თანხვედრის გამო, – Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია  Morgan Stanley-ის ანალიტიკურ ჩანაწერში.

„სიტუაცია მართლაც ძალიან დაძაბულია. ჩვენი მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელირება აჩვენებს, რომ ევროპაში დიზელის მარაგები წლის ბოლომდე შესაძლოა მრავალწლიან მინიმუმამდე დაეცეს“, - ნათქვამია ჩანაწერში.

20 ივლისს ევროპაში დიზელის საწვავის ფიუჩერსები 3.5%-ით გაიზარდა და ტონაზე 1,219.5 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 მაისის შემდეგ მაქსიმუმს შეადგენს. ამავდროულად, Brent–ის ნავთობის ფიუჩერსებმა ბარელზე 90 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ამ თვეში ფასის საერთო ზრდამ 24% შეადგინა.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ნავთობის სისტემაში ამჟამინდელი შეფერხება ნავთობის გადამუშავებაა და არა ნავთობის მოპოვება.

„ამ სიტუაციის ეპიცენტრი დიზელის საწვავის ბაზარია და უპირველეს ყოვლისა ევროპა“, - დასძინეს მათ.

Morgan Stanley–მ ასევე განაცხადა, რომ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში დიზელის გადამუშავების მარჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ შიდა მარაგები აგვისტოდან სტაბილურ კლებას დაიწყებს და ნოემბერში დაახლოებით 299 მილიონ ბარელამდე შემცირდება - ყველაზე დაბალ სეზონური დონემდე, სულ მცირე, 2015 წლის შემდეგ.

ვრცლად liga.net - ზე