საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი შემცირდა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 938 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. მიუხედავად კლებისა, ავტომობილები ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო ათეულში კვლავ პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში ექვს თვეში 1.6 მლრდ დოლარზე მეტის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საქართველოში ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. ექვს თვეში საქართველოში 38 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების ჩინური ავტომობილები შემოვიდა.