„გავზარდეთ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე, წინა 7.0%-დან“ - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ ბაზრების მიმოხილვაშია ნათქვამი.

„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 8.6%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 6.4%-იანი ზრდის შემდეგ.

ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. ივნისის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის და საფინანსო საქმიანობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, გავზარდეთ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე, წინა 7.0%-დან“ - ნათქვამია მიმოხილვაში.