2027 წლის აგვისტოში კიდევ ერთი მზის დაბნელება მოხდება: ამჯერად მთვარე მთლიანად დაფარავს მზეს და მისი ჩრდილის ვიწრო ზოლი გაივლის სამხრეთ ესპანეთს, მაროკოს, ალჟირს, ლიბიას, ეგვიპტეს, საუდის არაბეთს, იემენსა და სომალის. ავიაკომპანიები იუწყებიან, რომ მოთხოვნა ავიაბილეთებზე იმ რეგიონებში, სადაც კოსმოსურ ფენომენზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი, მკვეთრად გაიზარდა.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება დაბნელებაზე დაკვირვება ეგვიპტიდან. სრული ფაზის მაქსიმალური ხანგრძლივობისას, მზე მთლიანად დაფარული იქნება დაახლოებით 6 წუთისა და 23 წამის განმავლობაში.
NASA მიუთითებს, დაახლოებით 257 კმ სრული ფაზის სიგანეს. სწორედ 2027 წლის დაბნელების ხანგრძლივობის გამო მას „საუკუნის დაბნელებას“ უწოდებენ.
2026 წელს დაბნელებამ სხვა ტრაექტორია გაიარა: სრული ფაზა დაფიქსირდა გრენლანდიაში, ისლანდიაში, ესპანეთსა და პორტუგალიის მცირე ნაწილში. გარდა ამისა, სრული ფაზის ხანგრძლივობა თითქმის სამჯერ უფრო მოკლე იყო, ვიდრე მომავალი დაბნელების - 2 წუთი და 18 წამი.