2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249,201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 23.4%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს.

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან  და დიდი ბრიტანეთიდან  152,975 ვიზიტი განხორციელდა (+19.4%).

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ში გაიზარდა: სლოვაკეთი (+51.2%), ფინეთი (+50.3%), ხორვატია (+46.5%), მალტა (+42.1%), სლოვენია (+41.1%), ესპანეთი (+35.7%), ნიდერლანდები (+35.5%), ლიეტუა (+35.2%), შვედეთი (+32.9%), რუმინეთი (+32.2%), კვიპროსი (+30.8%), ავსტრია (+29.3%), საფრანგეთი (+28.0%), უნგრეთი (+26.3%), პორტუგალია (+26.2%), იტალია (+24.1%), ჩეხეთი (+23.8%), გერმანია (+21.0%), ლუქსემბურგი (+17.8%), ბელგია (+16.5%), დანია (+16.3%), ბულგარეთი (+15.4%), ლატვია (+14.3%), პოლონეთი (+10.1%), გაერთიანებული სამეფო (+7.4%), ირლანდია (+5.5).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულ 335.7 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 21.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.

გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას და ევროპის მასშტაბით მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.