საფრანგეთის სამხრეთში ძლიერი ტორნადოს შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა. სტიქიამ ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებს და წააქცია ხეები, რამაც რეგიონში სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 2 800-მდე ოჯახი.

ყველაზე მეტად პირენეს მთებში მდებარე ქალაქი პომა დაზარალდა, სადაც სულ 1000-მდე მოსახლე ცხოვრებს. სტიქიამ აქ, სულ მცირე, 300 სახლი დააზიანა. დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი.

მოწყობილია თავშესაფრები. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარის სიჩქარემ საათში 117 კმ შეადგინა.

პირველი არხი