მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული ნავთობის, Azeri Light-ის, ფასი 1.99 აშშ დოლარით, ანუ 2.05%-ით შემცირდა და ბარელზე 95.13 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 65 დოლარის დონეზეა გათვალისწინებული.

Azeri Light-ის ყველაზე დაბალი ისტორიული ფასი 2020 წლის აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ერთი ბარელის ღირებულებამ 15.81 დოლარი შეადგინა. ნავთობის ამ მარკის რეკორდულად მაღალი ფასი კი 2008 წლის ივლისში დაფიქსირდა და 149.66 დოლარს მიაღწია.