შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ხონი - სამტრედიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური არხი ნატანი მასისგან და მცენარეული საფარისგან გაწმინდა.

არხის გაწმენდა - მოწესრიგების შედეგად, 350-ზე მეტ აბონენტს სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება, ხოლო წყალუზრუნველყოფა საერთო ჯამში 270 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე  გაუმჯობესდა.

აღნიშნული სამუშაოები სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების, სეზონის შეუფერხებლად მიმდინარეობისა და ფერმერებისთვის საიმედო წყალმომარაგების უზრუნველყოფას ემსახურება.

ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს