ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი  გაიზარდა – 0,01 – 1,48 ევროთი/ლიტრაზე,  დიზელის საწვავის საშუალო  ფასი  გაიზარდა - 0.02 – 1,44  ევროთი/ლიტრაზე.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, დანიაში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

30 ნოემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,16 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.34 ევროს, დიზელის საწვავი - 1,93 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,80 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 1.96 ევროს, დიზელის საწვავი - 1,73 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,77  ევროს, დიზელის საწვავი - 1.70 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის  ბენზინი - 0,477 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,51 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,59 ევრო, დიზელის საწვავი - 0,60 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  - 1.173 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი - 1,25 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1.80 ევროს , დიზელის საწვავი - 1.17 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,621 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,90 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 1,30 ევროს; დიზელის საწვავი - 0,57 ევროს;

უკრაინაში - A-92 მარკის  ბენზინი - 1,178 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1,20 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.26 ევროს, დიზელის საწვავი - 1.13 ევროს;

თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 1.18 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 1.19 ევროს, დიზელის საწვავი - 1.21 ევროს.

მოლდავეთში - A-92 მარკის  ბენზინი  - 1,180 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 1,19 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,57 ევროს, დიზელის საწვავი - 1,04 ევროს.

ბელარუსში  - A-92 მარკის  ბენზინი  - 0,644 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი - 0,67 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,73 ევროს, დიზელის საწვავი - 0,67 ევროს.

ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი - 0,998 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,05  ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.18 ევროს; დიზელის საწვავი - 1.04 ევროს;

oilnews.ge