ბრიტანულმა ავტომობილების მწარმოებელმა Bentley-მ ახალი მოდელი Torcal წარადგინა, რომელიც კომპანიის მიმდინარე სამოდელო ხაზში მეოთხე ავტომობილი გახდა.
ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ლონდონში გაიმართა. Torcal Bentley-ის პირველი სრულად ელექტრო მოდელია.
კომპანიამ ავტომობილში მხოლოდ შიდაწვის ძრავა ელექტროსისტემით არ ჩაანაცვლა; ახალ ელექტრომობილს ასევე აქვს არაერთი ტექნოლოგიური და საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც Bentley-ის ავტომობილებში აქამდე არ გამოყენებულა.
Bentley-ის განცხადებით, Torcal-ის შექმნისას მთავარი ყურადღება ელექტრიფიკაციასთან ერთად ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინისა და მართვის გამოცდილების შენარჩუნებას დაეთმო.