2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია Galt & taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.5%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.0%-ით გაიზარდა (+39.0 მლნ აშშ დოლარი).

„ნოემბერში რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე სებ-ის მიერ 124.5 მლნ დოლარის შესყიდვას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარის მიხედვით (ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება 25 დეკემბერს).

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.