ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება. კომპანია სამიტის Job Fair-ზე იქნება წარმოდგენილი, ხოლო Higgsfield-ის წარმომადგენელი Madina Ospanova-ს Key-note გამოსვლა ექნება, სადაც კომპანიის გამცოდილებაზე ისაუბრებს ტალანტების აყვანისა და მართვის მიმართულებით.

AI უკვე ცვლის არა მხოლოდ ცალკეულ პროფესიებსა და სამუშაო ინსტრუმენტებს, არამედ იმასაც, თუ რა უნარებს ეძებენ კომპანიები, როგორ ვითარდებიან პროფესიონალები და როგორ იქმნება ახალი პროდუქტები და ბიზნესები. ამ ცვლილებების ფონზე, Unlimited Summit-ის მიზანია ტექნოლოგიებზე საუბარი პრაქტიკულ შესაძლებლობებს დაუკავშიროს — ერთ სივრცეში გააერთიანოს საერთაშორისო გამოცდილება, პროფესიული ცოდნა, დამსაქმებლები, ტალანტები და კომპანიები.

წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი სწორედ ის ცვლილებებია, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის, ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენით თანამედროვე პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს.

ამ კონტექსტში Higgsfield-ის მონაწილეობას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, კომპანიის გამოცდილება სამიტის პროგრამის ტექნოლოგიურ მიმართულებას აძლიერებს; მეორე მხრივ კი, Job Fair-ზე მისი წარმოდგენა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიას არა მხოლოდ სცენიდან მოუსმინონ, არამედ უშუალოდ გაეცნონ კომპანიას და მის კარიერულ შესაძლებლობებს და დასაქმდნენ კიდეც.

საერთაშორისო გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

Higgsfield იმ წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებსა და პლატფორმებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რომელთა წარმომადგენლები — როგორც უცხოელი და ქართველი სპიკერები, ისე მათი უშუალო პარტნიორები — სამიტის ფარგლებში გამოცდილების გასაზიარებლად სოლო-გამოსვლებითა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობით წარსდგებიან: მათ შორის არიან Microsoft, Meta, n8n, Huawei, Lovable, ElevenLabs, EBRD, Rakuten, NVIDIA, Google, Zoho, OpenAi და სხვა.

საერთაშორისო კომპანიებისა და პროფესიონალების ჩართულობით Unlimited Summit ცდილობს ქართულ პროფესიულ და ბიზნეს გარემოსთან უფრო ახლოს მოიტანოს გამოცდილება, რომელიც გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს ასახავს — AI-ის გამოყენებიდან და ციფრული ტრანსფორმაციიდან დაწყებული, თანამედროვე ლიდერობით, კარიერული განვითარებითა და ახალი სამუშაო მოდელებით დასრულებული.

ამავე ხედვას უკავშირდება Unlimited-ის Global Bridge მიმართულებაც, რომლის მიზანია ქართული ტალანტებისა და ბიზნესებისთვის საერთაშორისო კომპანიებთან, ბაზრებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ახალი კავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.

სამიტი, რომელიც პროფესიულ გარემოში მიმდინარე ცვლილებებს პასუხობს

Unlimited Summit 2026 24–25 ოქტომბერს Expo Georgia-ში გაიმართება და 7,000-მდე მონაწილეს, 120 ქართველ და საერთაშორისო სპიკერსა და 80-მდე კომპანიას გააერთიანებს.

სამიტის პროგრამა თანამედროვე პროფესიული გარემოს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს: ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიებს, ლიდერობას, ციფრულ ტრანსფორმაციას, მარკეტინგს, თანამედროვე სამუშაო კულტურას, კარიერულ განვითარებას, ბიზნესსა და სტარტაპებს.

სამიტის ზრდასთან ერთად ფართოვდება მისი პარტნიორული ქსელიც. სექტემბერში Unlimited Summit-მა მედია პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა, რაც სამიტის გარშემო მედიის, ბიზნესისა და პროფესიული გაერთიანების უფრო ფართო თანამშრომლობის ნაწილია.

Unlimited Summit პირველად 2026 წლის აპრილში გაიმართა და 500-მდე მონაწილესა და 50-ზე მეტ სპიკერს უმასპინძლა. დამატებით 2 ივენთისა და რამდენიმე თვის შემდეგ, ოქტომბრის სამიტი უკვე მნიშვნელოვნად გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია TKT.GE-ზე.

პროგრამის, სპიკერების, პარტნიორებისა და სამიტის სხვა სიახლეების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ Unlimited Summit-ის ოფიციალურ სოციალურ ქსელებს: Facebook | Instagram | LinkedIn | TikTok