28 სექტემბერს, დილით, უკრაინულმა დრონებმა ბრიანსკის ოლქში რკინიგზის ინფრასტრუქტურას შეუტიეს, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, იგორ კოვალჩუკმა. მისი თქმით, დიატკოვო-ლიუდინოვოს მონაკვეთზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, რკინიგზის ხიდის ნაწილი ჩამოინგრა და 10 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ასევე თავდასხმის ქვეშ მოექცა რკინიგზა უნეჩკის რაიონში. ამან გამოიწვია18 ცარიელი ნახევარვაგონის ლიანდაგიდან გადასვლა. ნავლინსკის რაიონში დრონმა რკინიგზის ლიანდაგი დააზიანა, თუმცა მატარებლების მოძრაობა გრაფიკის მიხედვით გაგრძელდა. კოვალჩუკმა აღნიშნა, რომ სამივე შემთხვევაში დაშავებულები არ ყოფილან.
მანამდე უკრაინის არმიას არ გამოუყენებია დრონები რუსეთის რკინიგზაზე თავდასხმისთვის. თუმცა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ტერიტორიაზე რკინიგზის ლიანდაგების აფეთქების რამდენიმე შემთხვევა მოხდა. 2025 წლის ზაფხულში, ბრიანსკის რეგიონში, ხიდი სამგზავრო მატარებელზე ჩამოინგრა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. იმავე დროს კურსკის რეგიონში, ბორნის გადასასვლელი სატვირთო მატარებელთან ერთად გზაზე გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი და მისი ორი თანაშემწე დაშავდა. გარდა ამისა, გასული წლის ივნისში, რკინიგზას აფეთქებდნენ ვორონეჟისა და ბელგოროდის რეგიონებში.
2025 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ლენინგრადის რეგიონში ორი დიზელის ლოკომოტივი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც მემანქანე გარდაიცვალა. ორიოლის რეგიონში, რკინიგზის ლიანდაგების შემოწმების დროს აფეთქება მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი.ასევე აფეთქება მოხდა ფსკოვის რეგიონში ლიანდაგებზე. მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, ულიანოვსკის ოლქში ჩელიაბინსკიდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის შვიდი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.