საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 23 ივლისისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6290 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგების მიხედვით, დოლარის კურსი წინა მაჩვენებელთან შედარებით 0.0011 ლარით შემცირდა. მანამდე მოქმედი ოფიციალური კურსი 2.6301 ლარი იყო.
ამასთან, შემცირდა ევროს ოფიციალური ღირებულებაც. ახალი კურსით, 1 ევრო 2.9984 ლარი ღირს, რაც წინა დღის 3.0044-ლარიან მაჩვენებელზე 0.0060 ლარით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსები ძალაში 23 ივლისიდან შევა.