იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში მთავარი მიზანი უკვე შეასრულა — სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.
მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა ამ შედეგის პოლიტიკური და დიპლომატიური გაფორმებაა.
„უკრაინამ ომი უკვე მოიგო! მათ შეინარჩუნეს ყველაზე მთავარი — საკუთარი სახელმწიფოებრიობა. ახლა ისღა დარჩა, რომ ეს გამარჯვება გაფორმდეს,“ — განაცხადა კროზეტომ.