2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან სულ $341.3 მლნ-ს 169.5 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები გავიდა ექსპორტზე, რაც ფულად გამოსახულებაში 36%-ით ნაკლები, ხოლო რაოდენობაში 19.5%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 

საექსპორტო სპილენძის მადნების ფასი 20.5%-ით არის შემცირებული. თუ შარშან 1 ტონა სპილენძის მადნებისა და კონცენტრანტების საექსპორტო ფასი $2532 იყო, წელს მისი ფასი $2013-ია.

მიმდინარე წლის 6 თვის  საექსპორტო პარტნიორები კი შემდეგია:

1. ჩინეთი - $157 მლნ-ს 85.5 ათასი ტონა.

2. ბულგარეთი - $140.1 მლნ-ს 61.3 ათასი ტონა.

3. ესპანეთი - $39.2 მლნ-ს 19.2 ათასი ტონა.

4. არაბთა გაერთ. საამიროები - $5 მლნ-ს 3.4 ათასი ტონა.

gbc.ge