სიგარეტზე დაწესებული აქციზის გადასახადიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ბოლო ათწლეულში თითქმის ოთხჯერ გაიზარდა,  ამის შესახებ საქართველოს სახელწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ვიგებთ. 

კერძოდ, თუ 2015 წელს ბიუჯეტში სიგარეტის აქციზით 377 მილიონი ლარი შევიდა, 2025 წელს მაჩვენებელმა რეკორდულ 1.47 მილიარდ ლარს მიაღწია.

სიგარეტზე  დაწესებული აქციზიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე მკვეთრი მატება ბოლო წლებში დაფიქსირდა: 2023 წელს ბიუჯეტში 1.03 მილიარდი ლარი შევიდა, 2024 წელს – 1.25 მილიარდი ლარი, ხოლო 2025 წელს შემოსავალმა უკვე 1.47 მილიარდ ლარს მიაღწია.

სტატისტიკის მიხედვით, სიგარეტზე აქციზიდან მიღებული შემოსავლები წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • 2015 – 377 მლნ ლარი;

  • 2016 – 549 მლნ ლარი;

  • 2017 – 672 მლნ ლარი;

  • 2018 – 669 მლნ ლარი;

  • 2019 – 724 მლნ ლარი;

  • 2020 – 792 მლნ ლარი;

  • 2021 – 878 მლნ ლარი;

  • 2022 – 942 მლნ ლარი;

  • 2023 – 1.032 მლრდ ლარი;

  • 2024 – 1.247 მლრდ ლარი;

  • 2025 – 1.470 მლრდ ლარი.

2016-2026 წლებში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი რამდენიმეჯერ გაიზარდა. ამჟამად, 20 ღერ იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის გადასახადი შეადგენს 2.75 ლარს, რასაც ემატება საცალო სარეალიზაციო ფასის 20%, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ სიგარეტზე - 1.30 ლარს, დამატებული საცალო სარეალიზაციო ფასის 15%.