2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 1.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 20.4 მილიონი ცალი კვერცხი შემოიტანა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული იყო 53.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 1.018 მილიონი ცალი კვერცხი.
შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში კვერცხის იმპორტის ღირებულება 2 620%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წელს საქართველოში კვერცხის იმპორტი მხოლოდ ორი ქვეყნიდან განხორციელდა. მთავარი მომწოდებელი თურქეთია, საიდანაც 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 18 873 ერთეული პროდუქცია შემოვიდა.
იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე ბელორუსიაა, საიდანაც საქართველომ 155.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 1 550 ერთეული კვერცხი შეიძინა.