ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობის სრულ რეალიზაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ეს ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის ახალ ერას გახსნის“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“.

„ტრამპის მარშრუტის” გვერდითი ეფექტის სახით, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის დამაკავშირებელი რკინიგზაც გაიხსნება. რას ვგულისხმობ ამაში? რამდენიმე წლის წინ სომხეთის მთავრობამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით „მსოფლიოს გზაჯვარედინი“. აი, ბროშურა, ბრენდინგიც კი გვაქვს. ეს ყველაფერი ერთად ამ პროექტს რეალობად აქცევს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთსა და აშშ-ს შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობაზეც. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის 8 აგვისტოს შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგად, სომხეთში ერთ წელიწადში ხელოვნური ინტელექტის სამი ცენტრი შეიქმნა, რომელთაგან ორი მასშტაბური საინვესტიციო პროგრამაა.

წყარო: 1tv.ge