საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT-ი ევროპის ბიზნესასოციაციის (EBA) წევრი გახდა და თანაორგანიზება გაუწია Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გამართულ ღონისძიებას – EBA Back Together - Executive Reception & Season Launch.
ექსკლუზიური ღონისძიების ფარგლებში ასოციაციის წევრებმა, რეგიონულმა პარტნიორებმა და საერთაშორისო წარმომადგენლებმა, აღნიშნეს ერთობლივი მიღწევები, დასახეს სამომავლო პრიორიტეტები და განამტკიცეს პროფესიული ქსელი, რომლის არსებობაც ასე მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო დეველოპერული კომპანია, NEXT-ი გლობალურ მასშტაბზე ოპერირებს, ნერგავს ინოვაციებს და სცდება კლასიკური დეველოპმენტის ჩარჩოებს კულტურული, სპორტული თუ სოციალური ინიციატივების აქტიური მხარდაჭერით.
ჩვენთვის, მსგავსი კავშირებისა და პარტნიორობის დამყარება უაღრესად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, მომავალ სეზონზე ერთად შევქმნათ რეალური ცვლილებები და ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას.