geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:40
ბექა ნაცვლიშვილი: "კონსტიტუციის 94-ე მუხლი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება"
2017-06-19 19:00:03
+
-

კონსტიტუციის 94-ე მუხლი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება - ამ შეფასებას პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" მდივანი ბექა ნაცვლიშვილი აკეთებს.როგორც ცნობილია, „სოციალ-დემოკრატები" კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას ითხოვენ, რომლის თანახმად, ახალი გადასახადების შემოღება ან გაზრდა მხოლოდ მთავრობის ინიცირებული რეფერენდუმის საფუძველზეა შესაძლებელი.

 

„ამ ლოგიკით კონსტიტუციაში ამ ჩანაწერს თუ დავტოვებთ, ე.ი. ნებისმიერ სხვა საკითხზც უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი.ზოგადად, გადასახადები ისეთი საკითხებია,რომელიც კონსტიტუციაში კი არ უნდა ეწეროს, არამედ პოლიტიკიური ჯგუფების დებატების საკითხი უნდა გახდეს"-აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

დეპუტატი თვლის, რომ გადასახადების შემცირების, გაზრდის თუ დამატების საკითხები კონსტიტუციაში არ უნდა ეწეროს. მისი თქმით, ეს დაუშვებელია.

 

ნაცვლიშვილი არ ეთანხმება სპეციალისტების ნაწილის შეფასებებს, რომლებიც შიშობენ, რომ კონსტიტუციიდან ჩანაწერის გაქრობა საინვესტიციო გარემოს საგრძნობლად გააუარესებს და სოციალურ ფონს ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმებს.

 

„თუ ჩვენ გვინდა ისეთი ინვესტიციების მოზიდვა,რომელიც მაღალ დამატებით ღირებულებას, ღირებულ სამუშაო ადგილებს ქმნის და არ გვამყოფებს ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ბოლო 25 წელია ვართ, მაშინ საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად გვჭირდება კვალიფიციური სამუშაო ძალა, გამართული ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელი ადამიანები, განათლება, ტექნოლოგიები, მეტი კვლევა. სწორედ ამის შემდეგ ვიქნებით ინვესტორებისთვის მიმზიდველი"-აცხადებს ნაცვლიშვილი.


დეპუტატის განცხადებით,ინვესტორი მხოლოდ დაბალი გადასახადებით არ ინტერესდება და ყურადღებას სხვა ფაქტორებსაც აქცევს. მისი თქმით, ქვეყანაში საგადასახადო განაკვეთები 2005 წლიდან არსებობს. მიუხედავად ამისა, ქვეყანა იგივე ტემპებით ვითარდება, როგორი ტემპებითაც ვითარდებოდა. ანუ მაღალტექნოლოგიური, დამატებითი ღირებულების შემქნელი სამუშაო ადგილების გარეშე.


„ინვესტორები არ ინტერესდებიან მხოლოდ დაბალი გადასახადებით. ისინი ინტერესდებიან იმ ფაქტორებით, რაც მე ჩამოვთვალე. გარდა ამისა, იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც აქ პროდუქციას აწარმოებენ, ყველაზე მიმზიდველია მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა და მოთხოვნა. როგორ შეიძლება საქართველოში რამეზე მოთხოვნა გაიზარდოს,როდესაც საგადასახადო ტვირთი ყველაზე დაბალშემოსავლიანებს აწევს"-აცხადებს ნაცვლიშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი