ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასა და ბულგარეთში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება.
ეგვიპტეში საქართველოს ელჩად ნიკოლოზ აფხაზავა, ხოლო ბულგარეთში ზურაბ ხამაშურიძეა წარდგენილი.
ზურაბ ხამაშურიძე ამ დრომდე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება ნიკოლოზ აფხაზავას ის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო მალაიზიაში, ბრუნეი დარუსალამში, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში და კამბოჯის სამეფოში.
ვრცლად: bm.ge