S&P Global-ის მონაცემებით, ა.წ. ივნისში, 2022 წელს, კრემლის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის წარმოების სექტორში, ყველაზე სწრაფი ვარდნა დაფიქსირდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსის ინფორმაციით, რუსეთის წარმოების სექტორში, PMI-ს მაჩვენებელი, ა.წ. მაისში დაფიქსირწბული 50.2-დან, ივნისში 47.5 პუნქტამდე დაეცა. 50 პუნქტზე დაბლა დაცემა კი ინდუსტრიაში რეცესიას ნიშნავს.
„ცნობისთვის: PMI - Purchasing Managers Index ეფუძნება მენეჯერების ყოველთვიურ გამოკითხვას სხვადასხვა ინდუსტრიაში, რომელიც მოიცავს როგორც ზედა, ასევე ქვედა დინამიკურ საქმიანობას. PMI შეიძლება მერყეობდეს 0-დან 100-ს პუნქტამდე, სადაც 50-ზე მეტი რიცხვი მიუთითებს გაფართოებაზე, ხოლო 50-ზე ნაკლები - შემცირებაზე.
ექსპერტები ერთდროულად რამდენიმე საგანგაშო ნიშანს აფიქსირებენ: წარმოება ზედიზედ რამოდენიმე თვეა მცირდება, ახალი შეკვეთები დაეცა და საწარმოებმა თანამშრომლების გათავისუფლება მაღალი ტემპით დაიწყეს. მსხვილი რუსული კომპანიები ამას მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისა და მოთხოვნის შემცირებით ხსნიან.
ექსპორტის შეკვეთები განსაკუთრებით მკვეთრად შემცირდა. S&P Global აღნიშნავს, რომ რუსული ექსპორტი დიდი ზეწოლის ქვეშაა, რუბლის არახელსაყრელი გაცვლითი კურსის გამო, რაც აუარესებს ფასების კონკურენტუნარიანობას ძირითად საერთაშორისო ბაზრებზე.
ბოლო წლებში, კრემლი ხელოვნურად ინარჩუნებდა წარმოების დონეს, სამხედრო წარმოებისთვის მასშტაბური სამთავრობო შეკვეთების ხარჯზე. თუმცა, ახლა, ამ ინექციების მიუხედავად, ინდუსტრიის დარგი, იწყებს ხრჩობას სუსტი მოთხოვნისა და ტრადიციული ექსპორტის არხების განადგურების გამო.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს, რომ სიტუაცია სულ უფრო და უფრო სრულმასშტაბიან კრიზისს ემსგავსება“, - წერს გოგიტა სურამელაშვილი.