ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში, ვირჯინიასა და კალიფორნიაში გამართულ მერის არჩევნებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.
„საარჩევნო ბიულეტენზე არ იყო დონალდ ტრამპი და „შათდაუნი“, ეს ის ორი მიზეზია, რესპუბლიკელებმა არჩევნები რატომაც წააგეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს პირველი არჩევნებია, სადაც დემოკრატებმა გაიმარჯვეს.
ნიუ იორკის მერის არჩევნებში ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა. ის შტატის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს.