5 ივლისს, არქი ჰორაიზონის ახალი პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის ბინებზე დიდი ფასდაკლების დღე გაიმართა, სადაც, მხოლოდ ერთ დღეში, რეკორდული რაოდენობის 206 ბინა გაიყიდა და არქის დიდ ოჯახს ჯამში 700-ზე მეტი არქელი შემოუერთდა.

დიდი ფასდაკლების დღეზე, არქის ფილარმონიის ოფისს 12 საათიდან უამრავი დაინტერესებული ადამიანი ესტუმრა, რათა საოცნებო სახლი საუკეთესო ფასად შეეძინათ, როგორც საცხოვრებლად, ასევე, უძრავ ქონებაში მაღალშემოსავლიანი ინვესტიციის მიზნით. დიდი ფასდაკლების დღე არქის ტრადიციაა, რაც კონკრეტული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დაწყებისას, მხოლოდ ერთი დღით იმართება და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ბინა არქის ახალ პროექტში ისეთ ფასად შეიძინოს, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება.

“5 ივლისს, უამრავი ადამიანი გვესტუმრა, ვისაც სურვილი ჰქონდათ პირველს შეერჩიათ და შეეძინათ ბინა არქი ჰორაიზონის ახალ კომპლექსში. ეს თარიღი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პრემიუმ პროექტზე პირველად გვქონდა დიდი ფასდაკლების დღე და ერთ დღეში 206 ბინა გაიყიდა. განსაკუთრებით მაღალი იყო ინვესტიციით დაინტერესებულთა რაოდენობა. ბევრმა დაბალრისკიანი ინვესტიცია განახორციელა და უკვე მეორე დღესვე სარგებელი მიიღო, რაც კიდევ მეტად გაიზრდება პროექტის დასრულებამდე. არქის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა არქელმა კომფორტულად იცხოვროს“ — არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

არქი ჰორაიზონი ორთაჭალის მწვანე სივრცეში, კომფორტულ და მშვიდ ადგილას მდებარეობს. პრემიუმ კომპლექსის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აერთიანებს გარე აუზს, ფიტნეს დარბაზს, პადელის კორტებს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, სამეზობლო ლაუნჯს და პარკინგს - ყველაფერს კომფორტული ყოველდღიურობისთვის.

5 ივლისი არქის ფილარმონიის ოფისში ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან უამრავ ადამიანს საშუალება ჰქონდა ბინა საუკეთესო ფასად შეეძინა. ღონისძიების წამყვანი არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე იყო, ვინც თითოეულ ახალ არქელს შენაძენი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საზეიმო ვითარებაში მიულოცა. ლიდერი დეველოპერული კომპანია თავის მაცხოვრებლებს წინ კიდევ უამრავ ახალ გამორჩეულ პროექტს, შეთავაზებას და ღონისძიება უმზადებს.

არქი ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 19 წელია რაც უძრავი ქონების ბაზარზე მუდმივად ახალ ტენდენციებს ქმნის და სექტორს აძლიერებს. კომპანია 46 000-ზე მეტ არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. არქის 50-ზე მეტი დასრულებული და 30-ზე მეტი მიმდინარე პროექტი აქვს თბილისის ყველა უბანში, რუსთავში, ბათუმში, სიონში, ბაკურიანსა და მაიამიში, ამერიკაში.