„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო­ დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი,ასევე, ძებნა - შველის სამაშველო სამუშაოები.

მოქალაქეები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი და მათი ამოყვანა ამდრომდე ვერ ხერხდება.

ადგილობრივების თქმით, ნანგრევებში მინიმუმ ორი ადამიანია მოყოლი.

არსებული ინფორმაციით კორპუსის შიგნით დაშავებულები არ არიან, სავარაუდოდ ნანგრევებში გამვლელები და ადგილობრივი მოვაჭრეები მოყვნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტერიტორიაზე დაზიანებული ავტომობილები.

ინფორმაციისთვის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. ჩამოინგრა, სავარაუდოდ, სახურავის ნაწილი.

ipn.ge