ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის 3 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. თანხა უკრაინას „Ukraine Facility“-ის ფარგლებში გადაეცემა.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ამ თანხიდან დაახლოებით 800 მილიონი ევრო პირველად გამოიყოფა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში.
გადახდა უკრაინის მიერ რეფორმებისა და სხვა შეთანხმებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება. საბჭოს ინფორმაციით, უკრაინამ 95-დან 84 სამიზნე ღონისძიება შეასრულა, რაც დაახლოებით 88%-ია.
„Ukraine Facility“ ევროკავშირის 2024-2027 წლების მხარდაჭერის მექანიზმია, რომლის საერთო მოცულობა 50 მილიარდ ევრომდეა. პროგრამა უკრაინის აღდგენას, რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას ემსახურება.