აზერბაიჯანი არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მათ შედეგებს. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის მხარდაჭერას და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.