თურქეთი მიზნად ისახავს ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რაც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

შეხვედრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ზომები ისრაელის მიერ პალესტინაზე თავდასხმების საფრთხისა და რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელებისგან თავის დასაცავად