რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონაცემებით, რუსი ტურისტებისთვის, ივლისის შუა რიცხვებში, ზღვისპირა დასვენების ყველაზე ბიუჯეტური ადგილი ოკუპირებული აფხაზეთია.

10-დღიანი ტური 2 პერსონაზე მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში, საუზმითა და ფრენით 87,2 ათასი რუბლიდან ღირს, რაც საშუალოდ 990 დოლარამდეა.

რუსული მედია წერს, რომ სოჭში მოგზაურობა ცოტა ძვირი დაჯდება. ტურის ღირებულება 100,1 ათასი რუბლია (1130 დოლარი) 2 ადამიანისთვის. პაკეტში შედის ფრენები და განთავსება 3-ვარსკვლავიან სასტუმროში საუზმით.

ბიუჯეტური საზღვაო კურორტების რეიტინგში მესამე ადგილს UAE იკავებს. ყველაზე იაფი 10-დღიანი ტური ემირატებში, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზმითა და ავიაბილეთებით ორ კაცზე, 121,5 ათასი რუბლი  (1365 დოლარი) ღირს.

ხუთეულში ასევე შედის ჰაინანი (საუზმით 123,6 ათასი რუბლიდან) და ეგვიპტე (131,3 ათასი რუბლიდან).