ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ერთი კვირის განმავლობაში 10.5%-ით შემცირდა. TTF-ის ჰაბზე ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულებამ მეგავატსაათზე 71.16 ევრო შეადგინა.
ფასების შემცირებას ხელი შეუწყო ნიუ-იორკში აშშ-სა და ირანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა, რის ფონზეც ჰორმუზის სრუტით ენერგომომარაგების შეფერხების შესახებ შეშფოთება შემცირდა. გავლენა იქონია ასევე ზამთრის სეზონის დაწყებამდე გაზზე ზომიერმა მოთხოვნამ.
ევროკავშირში მიწისქვეშა გაზსაცავების შევსების დონე 70.35%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 82.03% იყო.
მიუხედავად გაზის შედარებით დაბალი მარაგებისა, ევროკომისიამ დაადასტურა, რომ რეგიონში გაზმომარაგება სტაბილურია და ენერგეტიკული უსაფრთხოების მხრივ რისკები არ არსებობს.