ევროკომისია გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთში მოქმედი კომპანიების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ. შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახალი სანქციების მიზანი რუსეთის ომის დაფინანსების წყაროებზე ზეწოლის გაზრდა და მოსკოვის იზოლაციაა.
როგორც გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, ინიციატივა გერმანიის ყოფილ კანცლერს, გერჰარდ შრიოდერს უკავშირდება, რომელიც რუსეთში მოქმედი კომპანიის, „ჰიპერგლობუსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. კომპანია რუსეთში გერმანული სუპერმარკეტების ქსელს, „გლობუსს“ მართავს.
1tv.ge