ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 78.46 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 320.41 მილიონი ლარით (0.41%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.65% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.73% შეადგინა.  ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 632.96 მლნ ლარით (1.38%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.55 მლნ ლარით (0.96%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.38%-ით).

 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.54 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.93%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 22.14 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.92%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.36 %-ით ნაკლები).

 

2026 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.23%-ით, ანუ 513.35 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 42.39 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის  ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 59.11% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.42 პროცენტული პუნქტით).

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.