უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს ეწვია. ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ორბანმა პრეზიდენტ სი ძინ პინთან შეხვედრა უკვე გამართა.

„ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო პირობების შექმნაში. ეს არის მიზეზი, რატომაც ვეწვიე პრეზიდენტ სი ძინ პინს პეკინში ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.