ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დედაქალაქი სოხუმი და რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქი გროზნო დაძმობილებული ქალაქები გახდნენ. 

ინფორმაციას სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის პრესცენტრი ავრცელებს.

ქალაქების დაძმობილების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა.

წყარო: რადიო თავისუფლება