პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახური (PPA) აუქციონზე ძვირადღირებულ ოქროს მონეტებსა და სამკაულებს ყიდის. სატელევიზიო გადაცემა „aktuaalne kaamera: Nädal“-ს გუნდმა გაარკვია, რა ნივთები იყიდება და რატომ.

ოლე კრაუნი პოლიციაში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. ბოლო შვიდი წელია, ის აუქციონის პლატფორმა osta.ee-ზე ჩამორთმეულ ქონებას ყიდის.

ნივთები, როგორც წესი, კარგად იყიდება და შემოსავალი სახელმწიფოს გადაეცემა.

„ახლა აუქციონზეა ეს ნივთებია გატანილი. დღეს მათზე უკვე გაკეთდა ფსონები - ერთმა ნივთმა €600-ს მიაღწია, მეორემ კი თითქმის €300-ს... ჩვენ მათ მცირე პარტიებად ვყიდით, რათა ბაზრის „გადატვირთვა“ თავიდან ავიცილოთ“, - განუცხადა კრაუნმა „aktuaalne kaamera: Nädal“-ს.

საიუველირო ნაკეთობები, უფრო ხშირად, ინდივიდუალურია. ზოგიერთი პროდუქტი შეკვეთით არის დამზადებული და იატაკქვეშეთის სამყაროში პოპულარულ ესთეტიკასა და სიმბოლოებს ასახავს. მაგალითად, ძალიან ხშირია ჯვარცმის თემა.

„ამ ნაკეთობას დამღა არ აქვს. ასეთ ნივთებს ესტონეთის მეტროლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში ვაფასებთ. მაგალითად, ამ ყელსაბამზე ჩამოკიდებული იესოს ფიგურა უფრო მეტი ღირს, ვიდრე თავად ოქრო. ყელსაბამზე აგურიც კი არის დატანილი, რომელიც, როგორც ჩანს, ციხის კედლების სიმბოლოა. ისიც ასევე ხელით შესრულებული ნამუშევარია. არა მგონია, რიგით ადამიანს ასეთი ყელსაბამი ჰქონდეს“, - ამბობს კრაუნი.

„ამ ყელსაბამზე 50 პატარა ქვაა. არ ვიცი, რა ღირს ეს ქვები. ვფიქრობ ეს ბრილიანტებია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ“, - შენიშნა მან.

მართლაც უცნაური სამუშაოა ისეთი ნივთების გაყიდვა, რომლებიც ვიღაცას ძალით წაართვეს. კონფიდენციალური ინფორმაცია კონვერტშია - ეს არის ყველაფერი, რაც კრაუნმა ნივთის წინა მფლობელის შესახებ იცის.

„ნამდვილად არ მინდა ვიცოდე, ვის ეკუთვნოდა ადრე ეს ქონება. კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს, ცოტა ხნის წინ დამირეკა და მკითხა, რატომ გავყიდე მისი ქონება“, - აცხადებს კრაუნი.

ნივთის ყოფილ მფლობელს მან უპასუხა, რომ ქონება ახლა ესტონეთის სახელმწიფოს ეკუთვნის.

ჩამორთმეული ნივთებს შორის უცნაური საქონელიც არის. მაგალითად, მუუგას პორტში მყიდველს ელოდება ბიტუმი, რომლის საწყისი ფასი 640 000 ევროა.

აუქციონზე იყო გატანილი მარიხუანას ფერმიდან დარჩენილი ნათურებიც. პირველმა პოტენციურმა მყიდველებმა დაბადა ეჭვი, რომ ის ნათურების გამოყენებას თავდაპირველი მიზნისთვის აპირებდა.

„ამიტომ, ვიფიქრეთ, ისინი ტალინის ზოოპარკისთვის შეგვეთავაზებინა. როდესაც ამ დაწესებულებას დავუკავშირდით, აღმოჩნდა, რომ იქ ჯერ კიდევ ჰქონდათ საბჭოთა პერიოდის ნათურები, რომლებიც საკმაოდ ენერგოეფექტური იყო. თუმცა, შეთავაზებული ნათურების უმეტესი ნაწილი ზოოპარკმა მაინც შეიძინა“, - აღნიშნა კრაუნმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა მას, უგრძვნია თუ არა ოდესმე, რომ ზოგიერთი ნივთი ცუდი აურის მატარებელია.

„დიახ, ასეა. ასეთი ნივთების ფლობას მე თვითონ არ ვისურვებდი“, - დასძინა კრაუნმა.

წყარო: 1 არხი