16 ფსი­ქეა უნი­კა­ლუ­რი ას­ტე­რო­ი­დია, რო­მე­ლიც პლა­ტი­ნა­სა და პა­ლა­დი­უმს შე­ი­ცავს. მისი მე­ტა­ლე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, რაც თე­ო­რი­უ­ლად დე­და­მი­წის ყვე­ლა მა­ცხოვ­რე­ბელს მი­ლი­არ­დე­რად აქ­ცევ­და.

რო­გორც Unilad წერს, გა­სულ თვე­ში NASA-მ SpaceX Falcon Heavy-ის რა­კე­ტა გა­უშ­ვა 16 ფსი­ქე­ას შე­სას­წავ­ლად. ხო­მალ­დი 3.5 მი­ლი­არდ კი­ლო­მეტრ მან­ძილს გა­ივ­ლის, რათა მარსსა და იუ­პი­ტერს შო­რის მდე­ბა­რე ას­ტე­რო­ი­დე­ბის მთა­ვარ სარ­ტყელ­ში ჩა­ვი­დეს.

მე­ტა­ლე­ბით მდი­და­რი ფსი­ქეა უნი­კა­ლუ­რი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ობი­ექ­ტია. მისი ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 165 800 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია და 30-60%-ით მე­ტა­ლის­გან შედ­გე­ბა. პლა­ტი­ნა და პა­ლა­დი­უ­მი, რომ­ლე­ბიც ფსი­ქე­ა­ზე მო­ი­პო­ვე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და ელექტრო­ნი­კის წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, დე­და­მი­წა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 8 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. 10 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­ტა­ლე­ბის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბით, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი 1.25 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­ი­ღებ­და. თუმ­ცა, ეს ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს გა­მო­იწ­ვევ­და, ხოლო ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, ილონ მასკთან, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 313.9 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, ჩვე­ნი "სიმ­დიდ­რე“ უმ­ნიშ­ვნე­ლო იქ­ნე­ბო­და.

Falcon Heavy და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს 2029 წლის ივ­ლის­ში მი­აღ­წევს, თუმ­ცა NASA-ს მი­სია ფსი­ქე­ას ბირ­თვის შეს­წავ­ლას ისა­ხავს მიზ­ნად და არა მისი რე­სურ­სე­ბის მო­პო­ვე­ბას.

www.ambebi.ge