ორშაბათს, ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების განახლების ფონზე, ნავთობის ფასი 3%-ზე მეტად გაიზარდა.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 91.11 აშშ დოლარია, რაც წინა ვაჭრობის დახურვასთან შედარებით 3.01 აშშ დოლარით (3.42%-ით) მეტია.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები 3.02 დოლარით (3.62%-ით) გაიზარდა და ბარელზე 86.42 დოლარი შეადგინა.