გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეპულის თქმით, ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს.
ვადეპულმა ისლანდიელების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა. მისივე თქმით, რეფერენდუმი იძლევა შესაძლებლობას, ბლოკში დაფიქრდნენ, რა მიმართულებით არის საჭირო გაუმჯობესება.
„ეს იქნებოდა შესანიშნავი შესაძლებლობა, ერთად გავძლიერებულიყავით. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეხება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკურ პერსპექტივებს. მე, როგორც ადრე, მჯერა, რომ არ უნდა დავივიწყოთ ევროკავშირის ჩრდილოეთით გაფართოების მიზანი. ეს, ბუნებრივია, მოიცავს ისლანდიას, მაგრამ ასევე ნორვეგიას“, – განაცხადა მინისტრმა.
ისლანდიაში 29 აგვისტოს ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა მისცა მოსახლეობის 52.8%-მა, ხოლო 47.2%-მა მოლაპარაკებების განახლებას დაუჭირა მხარი.