მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი კლებას განაგრძობს. Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო სავაჭრო სესიის შედეგად, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 160 დოლარით შემცირდა და 3 524 დოლარი შეადგინა.

დღიური კლების მაჩვენებელმა 4.33% შეადგინა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 8.91%-ით გაიაფდა, ხოლო წლიურმა შემცირებამ 9.46% შეადგინა.

მსოფლიო ბაზრებზე ფასის კლება ადგილობრივ ბაზარზეც აისახა. საქართველოში ერთი გრამი 999 სინჯის ოქროს ღირებულება ამჟამად 312 ლარია, მაშინ როდესაც ბოლო დღეებში მისი ფასი 324 ლარს შეადგენდა.

ასევე შემცირდა დაბალი სინჯის ოქროს ფასიც: 750 სინჯის ერთი გრამის ღირებულება 243 ლარიდან 234 ლარამდე დაეცა, ხოლო 585 სინჯის ოქრო 189 ლარის ნაცვლად დაახლოებით 182 ლარი ღირს.