საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა საჯაროდ განაცხადა, რომ ორშაბათს იგი თანამდებობას საკუთარი ნებით დატოვებს.

ატალის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია არჩევნების შედეგებით უკმაყოფილებასთან. ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა.

როგორ ირკვევა, პირველ ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტი გავიდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა.