რუსეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ პირველადი მონაცემები ვრცელდება.

რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერილი მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს.

როგორც დასავლური მედია წერს, ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება „ერთიანი რუსეთის“ მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ 49,8%-ს.

პროგნოზის თანახმად, მეორე ადგილს რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტია" დაიკავებს ხმების 14,2%-ით.

ამავდროულად, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.