საქართველოს ნაკრების ვინგერი, ზურიკო დავითაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას, სავარაუდოდ, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, სენტ-ეტიენში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Équipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი დავითაშვილის სანაცვლოდ ბორდოს 6 მილიონ ევროს გადაუხდის, ზურიკო კი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, დამატებით 1-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

როგორც L'Équipe წერს, დავითაშვილი უკვე საფრანგეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.