უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, ერთი რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავარდა, რის გამოც პაციენტები ევაკუირებულნი არიან ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი.