რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების განხილვას დაუბრუნდება, თუ რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის შესახებ მემორანდუმის განხორციელებაში „კონკრეტული შედეგები იქნება“. ამის შესახებ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განუცხადა.
მისი თქმით, გაეროს სამი თვე აქვს იმისათვის, რომ რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის შესახებ დადებული მემორანდუმი შეასრულოს.
დიპლომატის თქმით, რუსეთი თანახმაა დაუბრუნდეს შეთანხმების განხორციელებას მხოლოდ გარიგების რუსული ნაწილის განხორციელებაში კონკრეტული შედეგების მიღწევის შემდეგ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმება“ შეწყდა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ფედერაცია მზადაა განიხილოს შეთანხმებებში დაბრუნების შესაძლებლობა, თუ რუსული მხარის მოთხოვნები დაკმაყოფილდება.