შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში აცხადებენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ზარები შეფერხებით შედის.

112 ავრცელებს ალტერნატიულ ნომრებს, რომლებზეც უნდა დარეკოთ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში.

''გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

591544375

591946870

591946840

591544384

577011174

598087761

599842206

577011241

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება", - წერია 112-ის განცხადებაში.