უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებით 250 მილიონ დოლარს მიიღებს იმ ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებით ომის დაწყების შემდეგ დაზარალდნენ. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მარცვლეულის სხვა საექსპორტო მარშრუტების გაფართოებას.